Dr. Giorgi Leon Kavtaradze's Biographical and Professional Website Ivane Javakhishvili Institute of the History and Ethnology · Ancient History Email: giorgileonkavtaraze@outlook.com კვლევის ძირითადი სფერო: ისტორია; არქეოლოგია; გეოპოლიტიკა განვლილი წლები ფოტოსურათებში ჩემი მშობლების ფოტოები: ნესტან (ლამარა) ლეონიძე & ლეო ქავთარაძე „საქართველო ვერ მოურიგდებოდა აზიის ჩალმას, რადგან ქართული საკითხი არის ფაზისი დიდი აღმოსავლეთის საკითხის. აზიის მიჯნაზე სარაცინის წინაშე გამოსულ ქართველში, ევროპა ებრძოდა აღმოსავლეთს და ამიტომ ვერავითარმა პოლიტიკურმა ურაგანმა ვერ შეარყია მისი მაგარი დგომა.“ გიორგი ლეონიძე. ქართული მესსიანიზმი, - გაზ. „ბახტრიონი“, № 2, „ - რომ იყოს ქართლი, და იყოს რომი, ვით ძმა ერთსახლი ამიერიდან, - წინაშე მტრისა, სპარსთა წინაშე, ერთპირ, ერთსიმხნით, ჯვრის მიერითა!.. - რომ შევკრათ კავკასიონი, ჰონნი, ძურძუკნი, სარაგურები, არ გადმოვუშვათ დასავლეთისკენ, გავხადოთ ცეცხლით დადაგულები!“ გიორგი ლეონიძე. პოემა “სამგორი”, 1947 წ. წინამდებარე ვებ-გვერდი განკუთვნილია ჰუმანიტართათვის და ყველასათვის ვინც კი დაინტერესებულია კავკასიის ისტორიითა და კულტურით. იგი ძირითადად ეძღვნება ლეგენდარულ კავკასიურ ქვეყანას, აია-კოლხეთისა და იბერიის მემკვიდრეს - საქართველოს - პრომეთე-ამირანისა და მედეას სამშობლოს. კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მრავალფეროვანი და კაშკაშა მხარეა, თუმცა უცხოთათვის ფაქტობრივად ნაკლებად ცნობილი. ამავე დროს, ცხადია, მისი საკვანძო მნიშვნელობა თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებთან მიმართებაში. კავკასია მდებარეობს დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს შუაგულში, ევროპასა და აზიას შორის, დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ხოლო ჩრდილოეთიდან სამხრეთით, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთს შორის. English Version of the Same Website მე - გიორგი ქავთარაძე - ვარ ისტორიკოსი და არქეოლოგი. წინამდებარე ვებ-გვერდზე თანდართულია სხვადასხვა წლებში გადაღებული ფოტოები, კალენდარული ავტობიოგრაფია და პუბლიკაციების ნუსხა, რომლის საშუალებით შეგეძლებათ გაეცნოთ იქვე მოყვანილი ნაშრომების ტექსტებს. ცალკე ფაილის სახით არის წარმოდგენილი სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყენებული ჩემი ნაშრომების ციტირებების ჩამონათვალი, მიღებული სტიპენდიებისა და გრანტების, კონფერენციებში მონაწილეობისა და საზღვარგარეთ წაკითხული მოხსენებების ნუსხა; ინფორმაცია მრავალწლიანი ძიების შედეგად შეგროვებულ საბიბლიოთეკო კოლექციაზე. აქვეა წარმოდგენილი ჩემი მშობლების - ნესტან(ლამარა)ლეონიძისა & ლეონ ქავთარაძის - და აგრეთვე ჩემი მეუღლის - მარინე ქავთარაძე- ყუჯიაშვილის ფოტოები & ნახატები. იხ. აგრეთვე ინფორმაცია ჩემს მიერ დაარსებულ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრზე. The web site of kavta

Welcome to my Website!

This is a paragraph! Here's how you make a link: Neocities.

Here's how you can make bold and italic text.

Here's how you can add an image:

Here's how to make a list:

To learn more HTML/CSS, check out these tutorials!